Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის საკითხზე ჟენევაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის საკითხზე ჟენევაში
გაეროს ეგიდით დაგეგმილი მოლაპარაკება გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რახან მასში აფხაზური მხარეც მონაწილეობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, უახლოეს მომავალში აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იგეგმება, რამაც ასევე გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს კონფლიქტის დარეგულირებაში. გაეროს ეგიდით 7-8 აპრილისთვის დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოპალარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია დღეს გაემგზავრა. დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG