Accessibility links

logo-print

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის


თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს
სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს" განუცხადა სტუდენტების ადვოკატმა, ონისე მებონიამ. მისი თქმით, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განათლების მინისტრ ალექსანდრე ლომაიას წერილი განიხილა და ის "ფარატინა ქაღალდად" ჩათვალა. "სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლომაიას წერილს არ აქვს სავალდებულო ძალა და ის არ ჩაითვალა ადმინისტრაციულ აქტად", - აღნიშნა მებონიამ.
მისივე თქმით, კოლეჯის სტუდენტებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ლომაიას წერილის პირდაპირი მოთხოვნა იყო. "სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს შეუძლიათ შიდა გამოცდების საფუძველზე ჩააბარონ საეტაპო გამოცდები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორს დავით თელიას უფლება ეძლევა, გამოსაშვები გამოცდები ჩაატაროს მესამკურსელებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი სწავლას სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ", - აღნიშნა მებონიამ.
XS
SM
MD
LG