Accessibility links

იტალიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, განსვენებული


იტალიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, განსვენებული პაპისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად

იტალიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, განსვენებული პაპისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად
წმინდა პეტრეს ტაძარში შესვლის მსურველების რიგი ისე გაიზარდა, რომ დღეს საღამოს (თბილისის დროით ღამის 12 საათისთვის) რიგი ჩაიკეტება და მასში ჩადგომის საშუალებას აღარავის მისცემენ. ოფიციალური ინფორმაციით, ვატიკანთან 1,2 მილიონამდე ადამიანია თავმოყრილი და რიგში მდგომთ 12-დან 14 საათამდე ლოდინი უწევთ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული პაპის ცხედრის ნახვამდე. დღესვე ვატიკანის პრეს-მდივანმა ხოაკინ ნავარო-ვალსმა განაცხადა, რომ კარდინალების კონკლავი, რომელზეც ახალი პაპი უნდა აირჩიონ, 18 აპრილს შეიკრიბება. ნავარო-ვალსმა აღნიშნა ასევე, რომ სხდომაზე წაიკითხავენ განსვენებული პაპის 15-გვერდიან ანდერძს. დღეს პაპის ცხედარს პატივი მიაგო რომში ჩასულმა პირელმა უცხოელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. მასთან ერთად იტალიაში ჩავიდნენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში უფროსი და ბილ კლინტონი.
XS
SM
MD
LG