Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი ემზადება რომის პაპის იოანე


ვატიკანი ემზადება რომის პაპის იოანე პავლე მეორის დაკრძალვისათვის, რომელიც პარასკევს გაიმართება.

ვატიკანი ემზადება რომის პაპის იოანე პავლე მეორის დაკრძალვისათვის, რომელიც პარასკევს გაიმართება.
პონტიფიკთან გამოსათხოვებლად რომში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრი გადაჭედილია და აღარ შეუძლია ყველა პილიგრიმის დატევა. ოთხშაბათს გვიან ღამით შეწყდა შესვლა წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც იოანე პავლე მეორის ცხედარი ასვენია. რომში უპრეცედენტო ზომებს ღებულობენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება მსოფლიოს ორასამდე ლიდერისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხვალინდელ დაკრძალვის ცერემონიაში. ქუჩებში გამოვა ათეულ ათასობით პოლიციელი. იტალიის დედაქალაქის თავზე აიკრძალა თვითმფრინავების გადაფრენა, ქლაქში განთავსებულია საზენიტო დანადგარები.
XS
SM
MD
LG