Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა


თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას,

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას,
აღიაროს გენოციდად პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების დახოცვა. როგორც სეზერმა დღეს სტამბოლში, სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირის წევრების მხრივ "არასწორი და უსამართლოა" თურქეთზე ასეთ საკითხში ზეწოლა. სომხები ირწმუნებიან, რომ ოსმალეთის იმპერიაში მიზანმიმართულად გაჟლიტეს 1,5 მილიონი სომეხი. თურქეთი კი აცხადებს, რომ 300 000-მდე სომეხი და ათასობით თურქიც იქნა მოკლული სამოქალაქო არეულობის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.
XS
SM
MD
LG