Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხელი არ


ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც გამიზნულია მეზობელ ინგუშეთთან

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც გამიზნულია მეზობელ ინგუშეთთან
დაძაბულობის განმუხტვა. რუსეთში მდებარე ამ ორ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა 1992 წელს მათ შორის 10-დღიანი ომის შემდეგ და კიდევ უფრო გაუარესდა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში შარშანდელი ტრაგედიის გამო, როცა სკოლაში მძევლების აყვანასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა 330 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბესლანის სკოლაზე იერიშში რამდენიმე ინგუშიც მონაწილეობდა. დოკუმენტი, რომელსაც მოსკოვი ემხრობა, ითვალისწინებს ჩრდილოეთ ოსეთიდან 1992 წელს გაქცეული ინგუშების დასახლებას. დოკუმენტს ოთხშაბათს მოაწერეს ხელი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დმიტრი კოზაკმა და ინგუშეთის პრეზიდენტმა მურატ ზიაზიკოვმა. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა კი უარი თქვა ხელის მოწერაზე, რადგან, მისივე თქმით, ინგუში ლტოლვილების რიცხვი გაზვიადებულია.
XS
SM
MD
LG