Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე


აზერბაიჯანის ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ისკანდერ გამიდოვი,

აზერბაიჯანის ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ისკანდერ გამიდოვი,
რომელიც გუშინ ბაქოში დააკავეს, გათავისუფლებულია, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. ხუთშაბათს ნიღბიანმა შეიარაღებულმა ადამიანებმა გამიდოვი პარტიის შტაბ-ბინის შორიახლოს გააჩერეს და მძღოლთან და თანაშემწესთან ერთად წაიყვანეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელთა შეურაცხყოფის გამო დააკავეს. გამიდოვმა სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტების გამო საპატიმროში 8 წელი დაჰყო და მხოლოდ 2003 წელს მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გამიდოვი და კიდევ რამდენიმე პირი, პოლიტიკურ პატიმრად სცნო.
XS
SM
MD
LG