Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა ასკარ აყაევს ჩამოართვა


ყირგიზეთის პარლამენტმა ასკარ აყაევს ჩამოართვა ყოველგვარი შეღავათი

ყირგიზეთის პარლამენტმა ასკარ აყაევს ჩამოართვა ყოველგვარი შეღავათი
და პრივილეგია, რითაც პირველი პრეზიდენტი სარგებლობდა. როგორც რადიო ”თავისუფლებსი” კორესპონდენტი იტყობინება, დეპუტატებმა კანონმდებლობიდან ამოიღეს აგრეთვე მცნება ”ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტი.” პარლამენტის გადაწყვეტილებით, ასკარ აყაევს ჩამოერთმევა უფლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო მისი ოჯახი კი ვერ მიიღებს ხელშეუხებლობის გარანტიას. აღნიშნული შესწორება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელმოწერით დაადასტურებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი კურანბეკ ბაკიევი.
XS
SM
MD
LG