Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარეებმა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო


მხარეებმა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მთავრობების პოზიციები უნდა დააფიქსირონ.

მხარეებმა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მთავრობების პოზიციები უნდა დააფიქსირონ.
ოფიციალური თბილისის პოზიციის თანახმად, საქართველო მზად არის, ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დემონტაჟის სამწლიან ვადას დაეთანხმოს იმ პირობით, თუ ბაზები 2009 წლის პირველ იანვრამდე სამხედრო მოსამსახურეების და ტექნიკის გაყვანის რეჟიმში იმუშავებენ.
ქართული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება კომპენსაციების გადახდის პირობას, მაგრამ მზად არის, რუს ოფიცრებს საკუთრებაში გადასცეს თბილისის ბინები, რომლებშიც ამჟამად ცხოვრობენ. მომავალ კვირას კი თბილისს მოსკოვიდან ახალი დელეგაცია ეწვევა. ამჟამად მაღალი რანგის სამხედრო ექსპერტებთან მოლაპარაკებების მთავარი თემები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან ერთად, ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხისა და საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარების განხილვა იქნება.
XS
SM
MD
LG