Accessibility links

logo-print

რომის პაპი იოანე-პავლე მეორე პარასკევს


რომის პაპი იოანე-პავლე მეორე პარასკევს წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალეს. პაპის დაკრძალვის ცერემონიალს

რომის პაპი იოანე-პავლე მეორე პარასკევს წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალეს. პაპის დაკრძალვის ცერემონიალს
ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრო, მედიის საშუალებებით კი თვალყურს ადევნებდა მილიონობი ადამიანი. წმინდა პეტრეს მოედანზე და მის გარშემო 300 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პაპის დაკრძალვას ესწრებოდა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერთა ნახევარზე მეტი. მოედნის მიმდებარე ქუჩებზე კიდევ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იმყოფებოდა და გიგანტურ ვიდეო-მონიტორებზე ადევნებდა თვალყურს დაკრძალვის ცერემონიალს. ვატიკანის წარმომადგენელთა თქმით, პაპი დაკრძალეს წმინდა პეტრეს ტაძრის ქვემოთ მდებარე ეკვდერში, იმ ადგილის ახლოს დაკრძალეს, სადაც გადმოცემით წმინდა პეტრეა დაკრძალული. შეგახსენებთ, რომის პაპი იოანე-პავლე მეორე 1 აპრილს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა პაპობამ 26 წელს გასტანა, რაც მთელი ისტორიის მანძილზე ხანგრძლიობით მესამე გახლავთ. 18 აპრილს კარდინალთა კოლეგია დახურულ კარს მიღმა შეიკრიბება და იოანე-პავლე მეორის მემკვიდრის არჩევის პროცესს შეუდგება.
XS
SM
MD
LG