Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა


ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა მის დიდი ხნის შეყვარებულ კამილა პარკერ ბოულეზე ჯვარი დაიწერა

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა მის დიდი ხნის შეყვარებულ კამილა პარკერ ბოულეზე ჯვარი დაიწერა
ჯვრის წერის სამოქალაქო ცერემონია ლონდონის დასაველთით უინძორის ციხე-სიმაგრეში გაიმართა. ბრიტანელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ კამილა იყო მიზეზი, რის გამოც პრინცი ჩარლზი მის პირველ ცოლს, პრინცესა დაიანას გაშორდა. თუმცა, დღევნდელ ჯვრისწერის ცერემონას ისეთი ადამიანებიც ადევნებდნენ თვლას, რომლებიც ახალშეუღლებულებს თანაუგრძნობენ.
”ყველა მზადაა ესროლოს ქვა ჩარლზსა და კამილას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს მოუარონ. მათ არ სურთ დაინახონ ის სიკეთე, რაც ჩარლზმა ქვეყანას მოუტანა. უბრალოდ საჭიროა მათ თავი დაანებონ - დაე, დატკბნენ ცხოვრებით. მათ უყვართ ერთმანეთი და, ჩემის აზრით, ღირსეულად იქცევიან, გაცილებით უფრო ღირსეულად, ვიდრე უელსის პირველი პრინცესა. დაე, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მათ სურთ.” განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ბრიტანელმა ქალმა. პრინც ჩრლზის დედა, დედოფალი ელიზაბეტი, არ დასწრებია სამოქალაქო ჯვრისწერას, თუმცა მან მონაწილეობას მიიღო რელიგიურ რიტუალში, რომელიც ასევე უინძორში ჩატარდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რამდენიმე სამეფო ოჯახის წარამომადგენელი დაესწრო. პრინცი ჩარლზი 56 წლისაა, ხოლო კამილა - 57, რომა მიერიდან კორნუელის ჰერცოგის ასული ეწოდა.
XS
SM
MD
LG