Accessibility links

logo-print

ჟენევაში ორდღიანი ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომელიც


ჟენევაში ორდღიანი ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომელიც პარასკევს დასრულდა, საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა

ჟენევაში ორდღიანი ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომელიც პარასკევს დასრულდა, საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან მარი გიენოს განცხადებით, ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს პრაქტიკული საკითხების განსახილველად. მისი თქმით, ქართული მხარის მთავარი პრიორიტეტი დევნილების დაბრუნებაა. “აფხაზურ მხარეს ძირითადად ეკონომიკური პრობლემების მოგვარება აინტერესებს, ამ კუთხით გერმანია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა”,- განაცხადა გიენომ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშინინმა, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ჟენევის შეხვედრაზე მხარეები პირველად გამოვიდნენ კონკრეტული წინადადებებით. მისივე თქმით, დასკვნით დოკუმენტში, რომელიც შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს, ხაზგასმულია ძალის გამოუყენებლობის, ნდობის აღდგენისა და დევნილების დაბრუნების, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ჟენევის მონაწილეები 2005 წლის შემოდგომაზე შეხვედრას კვლავ გეგმავენ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ჯგუფში შედიან: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG