Accessibility links

logo-print

ჩინეთის სამხრეთ გუანდუნის პროვინციაში კი


ჩინეთის სამხრეთ გუანდუნის პროვინციაში კი კვირას სულ მცირე ოცი ათასმა ადამაინმა მიიღო მონაწილეობა

ჩინეთის სამხრეთ გუანდუნის პროვინციაში კი კვირას სულ მცირე ოცი ათასმა ადამაინმა მიიღო მონაწილეობა
ახალ ანტიიაპონურ მანიფესტაციაში. ქალაქებში გუანჯოუსა და შენჯ-შენში კი მანიფესტანტებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს იაპონიის საკონსულოს შენობასა და იაპონურ სუპერმარკეტს. საპროტესტო აქცია გამოიწვია იაპონიაში გამოსულმა ისტორიის სახლემძღვანელომ, რომელშიც არ არის ასახული მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის მიერ ჩინეთში ჩადენილი მხეცობების ამბები. აი, რა თქვა საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა ჩინელმა.”იაპონელებმა ომის დროს აზიის ქვეყნებში უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, ისინი კი დანაშაულის არავითარ გრძნობას არ განიცდიან. ეს უბრალოდ აუტანელია. ამას არც ერთი ჩინელი არ მოითმენს.” თავის მხრივ ტოკიო მოითხოვს იაპონიისაგან, რათა მიიღოს ზომები მისი მოქალაქეებისა და მათი ქონების დასაცავად. ამის შესახებ დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნობუტაკა მაშიმურამ განაცხადა.”მე მოვუწოდებ პეკინს, მოიხადოს ოფიციალური ბოდიში და მოახდინოს ზარალის კომპენსაცია. მოვუწოდებ, აგრეთვე, მიიღოს უსაფრთხოების ზომები იაპონიის მოქალაქეების, კომპანიებისა და საელჩოს დასაცავად, რათა ასეთი ინცინდენტები შემდგომში აღარ განმეორდეს.”
XS
SM
MD
LG