Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კვირას,

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კვირას,
თბილისში ვაშინგტონიდან მუშა ჯგუფი ჩამოვიდა. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა აცნობა, მათი ჩამოსვლის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის დეტალების განხილვა. გომიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, თუ ვინ იქნება ჯგუფის შემადგენლობაში, თუმცა არ გამორიცხა, რომ იგი სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე მაღალჩინოსნის დონეზე იქნება წარმოდგენილი. სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლამდე დარჩება. აშშს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 10 მაისისთვის არის დაგეგმილი, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ 85 ათასი ლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG