Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია კვირას საქართველოს


რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია კვირას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ

რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია კვირას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ
აღლუმების მისაღები ტრიბუნის, ე.წ. “ანდროპოვის ყურების” სიმბოლური ნგრევით დაიწყო. რესპუბლიკის მოედნის განახლების პროექტს ახორციელებს სასტუმროს მფლობელი ,,სილქ როუდ ჯგუფი” და ყაზახური ბანკი ,,ტურან ალემი”. “სილქ როუდ ჯგუფის” წარმომადგენელმა ალექსი თოფურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს თაღოვანი ტრიბუნის დანგრევას, რომელიც 5 თვეში დასრულდება, ხოლო ყოფილი სასტუმრო ,,ივერიას” შენობის ბაზაზე აიგება თვისობრივად განსხვავებული შენობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დანიშნულებს რამდენიმე ოფისს და სასტუმროს. მისი ინფორმაციით, მშენებლობა ორი წელში დასრულდება. პროექტს მოემსახურება “BTA Silk Raoad Bank”, რომელიც ქართულ კომპანიათა ჯგუფის “სილქ როუდის” და ყაზახური ბანკის “ტურან ალემის” ერთობლივი თანამშრომლობით 22 მარტს დაფუძნდა. “BTA Silk Raoad Bank”-ის აქციათა 49 პროცენტი ბანკ “ტურან ალემის” კუთვნილებაა, ხოლო აქციათა 51 პროცენტი - “სილქ როუდ გრუპის”.
XS
SM
MD
LG