Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დასრულდა ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი


მოსკოვში დასრულდა ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელების მიხაილ ხოდორკოვსკისა

მოსკოვში დასრულდა ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელების მიხაილ ხოდორკოვსკისა
და პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესი. განაჩენი 27 აპრილს გამოცხადდება. დღეს განსასჯელებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მისცეს. ლებედევმა ამ უფლების გამოყენება არ ისურვა, ხოლო ხოდორკოვსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა. ხოდორკოვსკის ორმოცწუთიანი სიტყვის დასასრულს ხალხით გაჭედილ დარბაზში ტაშმა იფეთქა. ხოდორკოვსკისა და ლებედევს ბრალად ედებათ თაღლითობა და გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. ორივეს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG