Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ,
რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში, განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წინაშე აქტიურად აყენებს რუსეთთან საზღვრის მონიტორინგის საკითხს. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა საქართველო–რუსეთის საზღვრის მონიტორინგი ეუთოს ეგიდით, თბილისი დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს. ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან, ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
XS
SM
MD
LG