Accessibility links

დღეს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ


დღეს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებები 13 ჩეჩნის მიმართ.

დღეს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებები 13 ჩეჩნის მიმართ.
სასამართლოს თანახმად, საქართველომ მათ არ მისცა სამართლიანი შანსი აპელაცია შეეტანათ ექსტრადიციის წინააღმდეგ, მას მერე, რაც ისინი არალეგალურად შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. 13 შეიარაღებული ჩეჩენი მამაკაცი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დააპატიმრეს 2002 წელს. ხუთი მათგანი ექსტრადირებულ იქნა რუსეთში მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს თხოვნისა, გადაედოთ გადაწყვეტილების მიღება. დანარჩენი ორი რუსეთში დააპტიმრეს მას მერე, რაც ისინი საქართველოში გაათავისუფლეს. დარჩენილი 6 ჩეჩენი საქართველომ გაათავისუფლა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ 13 ჩეჩენს უნდა გადაუხადოს 100 ათას დოლარზე მეტი. სასამართლომ დაადგინა აგრეთვე, რომ მოსკოვმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, რომელითაც გარანტირებულია აპელაციის უფლება.
XS
SM
MD
LG