Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ბაღდადში შეხვდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსადა ერაყის ახალი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ბაღდადში შეხვდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსადა ერაყის ახალი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.
მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმ შეფერხებების გამო, რომელიც ერაყის კონსტიტუციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე წარმოიშვა. ერაყის ახალ პრემიერ-მინისტრთან იბრაჰიმ ჯაფაარისთან და ახალ პრეზიდენტთან ჯალალ თალაბანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რამსფელდმა, ამასთანავე, დადებითად შეაფასა ზოგიერთ სფეროში მიღწეული წარმატებები. [დონალდ რამსფელდის ხმა] "მოხარული ვართ იმ ცვლილებების ხილვით, რომელიც განხორციელდა. წარმატებებს ვუსურვებთ ერაყის გარდამავალ მთავრობას დასახული მიზნების მიღწევაში, რაც უკავშირდება კონსტიტუციის შემუშავებას, შემდეგ კი ამ კონსტიტუციის მიხედვით არჩევნების ჩატარებას, ყოველმხრივ ჩამოყალიბებული მთავრობის შექმნას." ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა, რომ კაბინეტის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG