Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში პირველ თებერვალს მომხდარი ტერორისტული


გორში პირველ თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტის განხორციელებას 40 წლის მერაბ ჩოჩიშვილი აღიარებს

გორში პირველ თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტის განხორციელებას 40 წლის მერაბ ჩოჩიშვილი აღიარებს
როგორც პრაიმ-ნიუს შს სამინისტროში აცნობეს, ჩოჩიშვილი შიდა ქართლის ტელეკომპანია "თრიალეთში" მივიდა და განაცხადა, რომ ტერაქტი მისი მოწყობილია და ის შვილის მკვლელობის გამო, შურისძიების მიზნით განახორციელა. ჩოჩიშვილს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თბილისში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადმოიყვანენ. პირველ თებერვალს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან განხორციელებული ტერორისტული აქტისას დაიღუპა სამი პოლიციელი და რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებისათვის მსუბუქ ავტომანქანაში ჩამონტაჟებული, 70-დან 100 კილოგრამამდე ტროტილისა და ჰექსოგენის ნარევი იყო გამოყენებული.
XS
SM
MD
LG