Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხუთშაბათს ორდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს


საქართველოს ხუთშაბათს ორდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ეწვევა

საქართველოს ხუთშაბათს ორდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ეწვევა
იზიტის ფარგლებში დევისი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან, იუწყება სააგენტო ”პაიმ-ნიუსი”. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება იქნება, რომელთა შორის თურქი-მესხების დაბრუნების საკითხიც არის. ტერი დევისი ვიზიტის ფარგლებში თურქი-მესხების დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მუშაობასაც გაეცნობა. წინასწარი ინფორმაციით, გასული საუკუნის 40-იან წლებში გადასახლებული მესხების საერთო რაოდენობა 300 ათას ადამიანს აღწევს. იძულებით გადასახლებულები თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და რუსეთის ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების თანახმად, თურქი-მესხები, რომლებსაც ისტორიულ სამშობლოში ცხოვრების სურვილი აქვთ, საქართველოში 2016 წლამდე უნდა დააბრუნონ.
XS
SM
MD
LG