Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი დღეს ავღანეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი დღეს ავღანეთში ჩავიდა
სადაც, როგორც მოსალოდნელია, განხილული იქნება ქვეყანაში ამერიკის მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის პერსპექტივა. ქაბულში დონალდ რამსფელდთან გამართული შეხვედრის დროს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა:”ავღანეთის ხალხს სურს მტკიცე კავშირი შეერთებულ შტატებთან. ეს ურთიერთობა ყველა სფეროს უნდა მოიცავდეს - ეკონომიკიდან დაწყებული და პოლიტიკით, განსაკუთრებით - სტრატეგიული უსაფრთხოებით დამთავრებული. ეს ავღანეთს შესაძლებლობას მისცემს შექმნას საკუთარი ეფექტური თავდაცვა.” მოგვიანებით რამსფელდი ისლამაბადში გაემგზავრება, სადაც პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს შეხვედება. გუშინ კი ბაღდადში პენტაგონის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნის ახალ ლიდერებს, არ დაუშვან ჩავარდნები პოლიტიკურ პროცესში - აგვისტოში ერაყის ახალი კონსტიტუცია უნდა შემუშავდეს. ხუთშაბათს შეერთებული შატატების თავდაცვის მინისტრი უკვე ბიშკეკს ეწვევა და ყირგიზეთის ხელისუფლებასთან ორმხრივი სამხედრო თანაშრომლობის საკითხებს განიხილავს.
XS
SM
MD
LG