Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმენ


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ
ბოლო ვერ მოუღო პატიმართა წამებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია ამბობს, რომ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებამ სათანადო ზომები ვერ მიიღო წამების აღსაკვეთად. "ჰიუმენ რაიტს უოჩის" სამხრეთი კავკასიის საკითხების სპეციალისტმა მატილდა ბოგნერმა ჩვენს რადიოს განუცხადა: [ბოგნერის ხმა] "საქართველოს მთავრობამ რიგი ნაბიჯები გადადგა რეფორმების გზაზე და ბევრი გეგმა აქვს შემდგომი რეფორმების თაობაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საკმაოდ მცირე გავლენა იქონია წამებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. კვლავაც მრავალ ჩივილთან გვაქვს საქმე წამების შემთხვევების გამო, რომლებიც არასაკმარისად იქნა გამოძიებული და აღკვეთილი. წამების გამო ბევრი ადამიანი არ დაუსჯიათ." გარდა ამისა ორგანიზაციის ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოში გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უფლებას აძლევს ბრალდებულთან მოლაპარაკება აწარმოონ პრინვიპით "თავისუფლება ნაღდი ფულის საფასურად."
XS
SM
MD
LG