Accessibility links

logo-print

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ქირქუქთან ახლოს,

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ქირქუქთან ახლოს,
მას შემდეგ რაც პოლიციელები ტროტუარზე დადებული ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. ბაღდადში ამერიკის სამხედრო ავტოკოლონის სვლაგეზზე კი ორი აფეთქება მოხდა. აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი თვითმხილველი აფეთქებას. ”ჩვენ ბენზინგასამართ სადგურზე რიგში ვიდექით, როდესაც ამერიკულმა მანქანებმა გვერდით ჩაგვიარეს, შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ. ჩვენ წინ გავიქეცით და დავინახეთ, თუ როგორ იწვოდა სატვირთო მანქანა, საიდანაც ორი ადამიანი გადმოხტა. ისინი ჯავშანმატრანსპორტიორის ბორტზე აიყვანეს.”აფეთქების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG