Accessibility links

რუსეთის გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ევროპის


რუსეთის გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი

რუსეთის გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი
პაველ ლაპტევი აპირებს გაასაჩივროსს სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ე.წ. "ჩეჩნების საქმეს" შეეხება. ამ საქმეს ერქვა "შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ". როგორც გუშინ ვიუწყებოდით, ევროსასამართლომ დააკმაყოფილა 13 მომჩივანი, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს მომჩივანთათვის რამდენიმე ათეული ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი სასამართლოს 12 აპრილის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს "არაობიექტურობის, პოლიტიზებისა და ორმაგი სტანდარტების გამოყენების" თვალსაზრისით. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ლაპტევს სამი თვე აქვს, თუმცა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, მან წარმატებას მიაღწიოს. ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც ევროსასამართლოში ე.წ. "ჩეჩნების საქმეს" უძღვებოდა, დარწმუნებულია, რომ რუსეთი "აუცილებლად შეასრულებს" ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე მუხაშავრიამ საინტერნეტო გამოცემა "კავკაზცენტრის" კორესპონდენტს განუცხადა.
XS
SM
MD
LG