Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა
უფრო მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა ირანის მიმართ, თუკი თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ კომპრომისის მიღწევა უშედეგოდ დასრულდება. შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა, რომ ირანის ბირთვული დოსიე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცეს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა განაცხადა:”რაღაც მომენტში - კი! თუ ამჟამინდელი მოლაპარაკებები ნაყოფს არ გამოიღებს, გაეროს უშიშროების საბჭო ასეთ ვარიანტად განიხილება, რაზეც საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ევროპელი მეგობრები და მოკავშირეები.” დასავლეთის ქვეყნები, ცდილობენ დაარწმუნონ ირანის ხელისუფლება, ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ, უარი თქვას ბირთვული პროგრამის ზოგიერთი აქტიური კომპონენტის გამოყენებაზე, როგორიცაა, კერძოდ გამდიდრებული პლუტონიუმი.
XS
SM
MD
LG