Accessibility links

ერაყის არმიის განცხადებით, ნაღმზე აფეთქების


ერაყის არმიის განცხადებით, ნაღმზე აფეთქების შედეგად

ერაყის არმიის განცხადებით, ნაღმზე აფეთქების შედეგად
ქალაქ ბალადის ჩრდილოეთით სამი ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დღეს ბაღდადში, სამხედრო ავტოკოლონების გადაადგილების დროს, გზაზე ორი აფეთქება მოხდა. ფუგასების აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსმა კი ჭრილობები მიიღო. გუშინ კი ერაყის დედაქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების დროს 15 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
XS
SM
MD
LG