Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი


შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან
სადამ ჰუსეინის დროს ერაყიდან ნავთობის კონტრაბანდისათვის, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა. ”ფაქტები მეტყველებენ, რომ ბაღდადმა უკანონო მოგება ნახა, როდესაც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან გამუდმებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ვაშინგტონსა და ლონდონს შეეძლოთ აღეკვეთათ კონტრაბანდა, მაგრამ გადაწყვიტეს თვალი დაეხუჭათ, შესაძლოა იმის გამო, რომ ნავთობი იორდანიასა და თურქეთში, მოკავშირე სახელმწიფოებში ხვდებოდა.” თქვა კოფი ანანმა. გაეროს პროგრამის ფარგლებში - ”ნავთობი სურსათის სანაცვლოდ”, შეერთებულ შტატებში სასამართლომ გუშინ პირველი ბრალდებები წარადგინა. სამი ბიზნესმენი დამანაშავედ არის მიჩნეული სადამ ჰუსეინის მომხრეთათვის მილიონიანი ქრთამის მიცემისათვის.
XS
SM
MD
LG