Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა უკმაყოფილოა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა უკმაყოფილოა
სოხუმის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას სამხრეთ ტიროლში გამგზავრებით. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი". ლაკობას განცხადებით, სამხრეთ ტიროლის გამოცდილება იმათთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ვინც ავტონომიის სტატუსის მიღებისკენ ილტვის. ასევე ლაკობას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ჯერჯერობით არ-აღიარებული სახელმწიფოა, ის თბილისთან პოლიტიკურ სტატუსზე მსჯელობას არ აპირებს. 7-10 აპრილს გაეროს ეგიდით ჟენევაში გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების შემდეგ, ქართული და აფხაზური სამთავრობო დელეგაციები და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები იტალიაში გაემგზავრნენ სამხრეთ ტიროლის ავტონომიის გამოცდილების გასაცნობად.
XS
SM
MD
LG