Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო


იაპონია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთში არ აღიკვეთა დღევანდელი ანტიიაპონური დემონსტრაციების თანმდევი ძალადობა.

იაპონია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთში არ აღიკვეთა დღევანდელი ანტიიაპონური დემონსტრაციების თანმდევი ძალადობა.
შანხაიში ათასობით ჩინელი შეიკრიბა იაპონიის საკონსულოსთან. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ფანჯრები ჩაუმსხვრიეს შენობას, რომელსაც ქვებს, ბოთლებს, კვერცხებს ესროდნენ. [დემონსტრანტების ხმა]დემონსტრანტების თქმით, იაპონელები ჩინელებს უსამართლოდ ეპყრობიან და მათ (იაპონელებს), თავიანთი ისტორიისათვის თვალის გასწორება მართებთ. კერძოდ, ჩინელი დემონსტრანტები ირწმუნებიან, რომ იაპონია ჩქმალავს ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებს. იმავდროულად ჩინელების პროტესტს იწვევს იაპონიის ძალისხმევა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მანდატი მოიპოვოს. შაბათსვე ანტიიაპონური გამოსვლები გაიმართა ჩინეთის კიდევ, სულ ცოტა, ორ ქალაქში. ეს უკვე მეორე შაბათია, რაც ჩინეთში ანტიიაპონურ გამოსვლებს ძალადობაც სდევს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, მიმართოს სერიოზულ ძალისხმევას, რათა არ დაუშვას ძალადობის გამეორება.
XS
SM
MD
LG