Accessibility links

ლიბანში ნაჯიბ მიკატიმ, რომელიც ახალ


ლიბანში ნაჯიბ მიკატიმ, რომელიც ახალ პრემიერ-მინისტრად არის წარდგენილი, პირობა დადო,

ლიბანში ნაჯიბ მიკატიმ, რომელიც ახალ პრემიერ-მინისტრად არის წარდგენილი, პირობა დადო,
რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - მაგრამ არ უთქვამს, გაიმართება თუ არა დროულად, გეგმისამებრ. საპარლამენტო არჩევნები დანიშნულია მაისის ბოლოსთვის და თუ ამ დროს უნდა გაიმართოს კიდეც, მაშინ ნაჯიბ მიკატის მოუწევს, მოასწროს მთავრობის მალე შექმნა, პარლამენტში მისდამი ნდობის შესახებ კენჭისყრაში გამარჯვება, საარჩევნო კანონის პროექტის შემუშავება და ამ პროექტის პარლამენტში დამტკიცება. მიკატიმ აღნიშნა ასევე, რომ მისი მთავრობა ხელს შეუწყობს ლიბანის პრემიერ-მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიებას და შეეცდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჰარირი 14 თებერვალს მოკლეს, რასაც ლიბანში მასშტაბური დემონსტრაციები და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG