Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის


ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ რუსეთი მეტ კონსტრუქციულობას გამოიჩენს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ რუსეთი მეტ კონსტრუქციულობას გამოიჩენს
ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ტერი დევისმა დღეს თბილისში გამართულ საგანგებო შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი შეფასებით, რუსეთი საკმაოდ პოზიტიურ როლს ასრულებს კონფლიქტების დარეგულირებაში. "ქართველებმა უნდა დააფასონ რუსი ცისფერჩაფხუტიანების ღვაწლი, რომლებიც სამშვიდობო მისიას ასრულებენ აფხაზეთშიო” - აღნიშნა დევისმა. მანვე გამოთქვა ევროსაბჭოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას.
გარდა ამისა ტერი დევისმა საქართველოს ხელისუფლებას 6 წლის წინ ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. დევისის განცხადებით, საქართველომ სექტემბრის ბოლომდე უნდა განახორციელოს ევროპის სოციალური ქარტიისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის ქარტიის რატიფიცირება. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.
XS
SM
MD
LG