Accessibility links

logo-print

"ქართული მხარისკენ ჩვენს მიერ კონსტრუქციული


"ქართული მხარისკენ ჩვენს მიერ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, შეთანხმების

"ქართული მხარისკენ ჩვენს მიერ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, შეთანხმების
გადამწყვეტ მომენტებზე მოლაპარაკება არ მოხდა იმის გამო, რომ ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით თბილისი დამატებით პირობებს აყენებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადებაში. სააგენტო "იტარ-ტასი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციის ციტირებას ახდენს. ქართული მხარის თანახმად, "სამწუხაროდ, მხარეებმა ვერ შეძლეს სამხედრო ბაზების გატანის გრაფიკზე შეთანხმების მიღწევა იმის გამო, რომ რუსეთი არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის. გატანის გრაფიკის გარდა, მოლაპარაკებებისას მთავარ წინააღმდეგობას წარმოადგენდა ის დამატებითი პირობები, რომლებსაც რუსეთი აყენებს და რომლებიც არ არის დაკავშირებული ბაზების გატანასთან", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება 14-15 აპრილის საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც თბილისში გაიმართა, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანას შეეხებოდა და წარუმატებლად დასრულდა.
XS
SM
MD
LG