Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს


უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტატუსის საკითხის

უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტატუსის საკითხის
გადასაწყვეტად ორმა ქვეყანამ ურთიერთმისაღები გზა უნდა გამონახოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმეწლიანი დისკუსიის შედეგად რუსეთმა და უკრაინამ გაიყვეს შავი ზღვის ფლოტი. რუსეთს ნება დაერთო იჯარით ექირავებინა უკრაინის შავი ზღვის პორტ სევასტოპოლში, თუმცა, უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სევასტოპოლის ბაზის იჯარა რუსეთს აღარ გაუგრძელდება. ახლა მოქმედი ხელშეკრულება კი 2017 წელს იწურება. ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ახალ დოკუმენტებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტატუსზე ხელი მოეწერება მიმდინარე წლის დასასრულს, მაგრამ ეს არ გადაჭრის ყველა პრობლემას. "თუკი ჩვენ მეგობრები ვართ, შევხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვაღიაროთ, რომ ეს შესაცვლელია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების საყურადღებოდ.
XS
SM
MD
LG