Accessibility links

logo-print

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნობუტაკა


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნობუტაკა მაჩიმურა გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ ჩინეთი უარს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნობუტაკა მაჩიმურა გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ ჩინეთი უარს
აცხადებს ის მიმდინარე ანტი-იაპონური გამოსვლების გამო ბოდიშის მოხდაზე. 17 აპრილს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლი ჯაოძიანგს შეხვდა. მათი საუბრის თემა ჩინეთში ანტი-იაპონური გამოსვლების ფონზე ორი ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვა იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა ჟურნალისტებს: [ჯაოძიანგის ხმა] "ჩინეთის მთავრობას არასდროს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ იაპონელ ხალხთან ბოდიში ჰქონდეს მოსახდელი. მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის ხალხს მოხვდა გულზე, მაგალითად – ტაივანის საკითხზე, ზოგიერთ საერთაშორისო საკითხზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ჩათვლით, განსაკუთრებით კი, როცა ეს ისტორიისადმი დამოკიდებულებას შეეხებოდა". იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრი იაპონიაში მიიწვია. შეგახსენებთ, ჩინეთში მესამე შაბათ-კვირაა იმართება ანტი-იაპონური გამოსვლები. ჩინელების აღშფოთება იაპონიის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოების შეცვლამ გამოიწვია, სადაც, აქციების მონაწილეთა აზრთ, ახალ სახელმძღვანელოებში გამართლებულია იაპონიის მიერ 1931-45 წლებში ჩინეთის ოკუპაციისას ჩადენილი სისასტიკე. ჩინელები ასევე წინააღმდეგი არიან გაეროს უშიშროების საბჭოში იაპონიის წევრობისა.
XS
SM
MD
LG