Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიელი პოლიტიკოსი იორგ ჰაიდერი ახალი


ავსტრიელი პოლიტიკოსი იორგ ჰაიდერი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად აირჩიეს, რამაც შეიძლება საფრთხე

ავსტრიელი პოლიტიკოსი იორგ ჰაიდერი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად აირჩიეს, რამაც შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ავსტრიის მმართველი კოალიციის სიმყარეს. ახალ ალიანსს, რომლის ლიდერადაც ჰაიდერი ერთხმად აირჩიეს, ეწოდება "ალიანსი ავსტრიის მომავლისათვის" წარმოადგენს "თავისუფლების პარტიის" განდგომილ ნაწილს. "თავისუფლების პარტია" კი, რომელიც თავის დროზე სწორედ ჰაიდერმა დააარსა, ახლანდელი სახელისუფლებო კოალიციის წევრია. ეს პარტია ჰაიდერმა ულტრა-მემარჯვენეებთან დაპირისპირების გამო დატოვა. საგულისხმოა, რომ ახალ ალიანსში გაერთიანდა "თავისუფლების პარტიის" ყველა მინისტრი, რომელიც დღეს ავსტრიის მთავრობის წევრია.
XS
SM
MD
LG