Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდიისა და პაკისტანის ლიდერების შეხვედრა


ინდიისა და პაკისტანის ლიდერების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ

ინდიისა და პაკისტანის ლიდერების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ
მუშარაფი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი ერთმანეთს ორი ქვეყნის კრიკეტის გუნდების მატჩის შემდეგ შეხვდნენ. სინგჰის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ ძალიან გულთბილ ატმოსფეროში ჩაირა. ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერები სავაჭრო უირთიერთობის ხელშეწყობაზე, საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო კავშირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიამ სარანმა სინგჰისა და მუშარაფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა: [სარანის ხმა] "ჩვენ, რასაკვირველია, განვიხილეთ ჯამუსა და კაშმირის საკითხი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვრების გადასინჯვა წარმოუდგენელია, მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ორ მხარეს მყოფ ხალხებს დააახლოებს – იქნება ეს სატრანსპორტო კავშირების გაზრდა, საზღვარსა და საკონტროლო ხაზზე ხალხისა და საქონლის მიმოსვლის გაუმჯობესება ძლიერ დაეხმარებოდა სამშვიდობო პროცესს". პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზე მუშარაფმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ დისკუსია პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობის ფონზე მიმდინარეობდა: [მუშარაფის ხმა] "ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებით მიღწეუილა დიდი პროგრესი. განვიხილეთ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული ყველა მტკივნეული საკითხი. ეს მოიცავდა ჯამუსა და კაშმირის კონფლიქტსაც. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ პროგრესის მიღწევით და იმით, რომ კავშირების გაუმჯობესებისკენ მივიწევთ".
XS
SM
MD
LG