Accessibility links

logo-print

ჩინეთის და იაპონიის მაღალი რანგის


ჩინეთის და იაპონიის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის კრიზისის მოგვარება, უშედეგო გამოდგა.

ჩინეთის და იაპონიის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის კრიზისის მოგვარება, უშედეგო გამოდგა.
ჩინეთში გრძელდება ანტიიაპონური გამოსვლები, რომლებსაც ძალადობის აქტები ახლავს. პეკინი ადანაშაულებს იაპონიას ისტორიის დამახინჯებაში, სდუმს რა მეორე მსოლიო ომის დროს იაპონიის არმიის მიერ ჩინეთში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნობუტაკა მაჩიმურა ჩინეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელს –ტანგ ჯიაშუანს შეხვდა. დღეს ჩინეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ ვუ დავეიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1972 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩინეთი-იაპონიის ურთიერთობა არ ყოფილა იმაზე უფრო დაძაბული, ვიდრე დღეს არის: [ვუ დავეის ხმა] "ჩინეთი-იაპონიის ურთიერთობა ახლა ძალიან დაძაბულია. ახლა ეს ურთიერთობების ყველაზე მძიმე ფაზაშია, რაც კი 1972 წლიდან ყოფილა. პრობლემა დიდი ხანია არსებობს. იაპონიის მთავრობას არ შესწევს უნარი თვალი გაუსწოროს იტორიას. საქმე ეხება ისტორიის იმ მონაკვეთს, როცა იაპონელი სამხედროები ჩინეთში შემოიჭრნენ". იაპონია ჩინეთისგან ოფიციალურად ბოდიშის მოხდასა და კომპენსაციას ითხოვს ანტიიაპონური საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც მესამე კვირაა მიმდინარეობს ჩინეთში და რომლების დროსაც იაპონელი დიპლომატების სახლების ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. ჩინეთი არ აპირებს იაპონიისთვის ბოდიშის მოხდას. ისტორიის გაყალბების გარდა აქციის მონაწილეები გამოთქვამენ პროტესტს გაეროს უშიშროების საბჭოში იაპონიის შესაძლო მუდმივი წევრობის თაობაზეც.
XS
SM
MD
LG