Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარყო


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარყო სარჩელი ღაზის სექტორიდან ებრაელთა დასახლებების დაგეგმილი

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარყო სარჩელი ღაზის სექტორიდან ებრაელთა დასახლებების დაგეგმილი
გატანის გამო. ამ გეგმის ოპონეტებმა წარმოადგინეს არაერთი პეტიცია, რომელშიც გამოთქმული იყო პარლამენტის მიერ თებერვალში დამტკიცებული კანონი ევაკუაციის და კომპენსაციის შესახებ. კანონპროექტი მთავრობას საშუალებას აძლევს გაიყვანოს ღაზის სექტორიდან და კომპენსაცია გადაუხადოს 8500 ებრაელ მოსახლეს. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 50 ახალი სახლი ააშენოს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ი მას მოუწოდებს, ნუ გააფართოებს დასახელებებს ამ არეალში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ისრაელის პრემიერთან არიელ შარონთან შეხვედრისას საკმაოდ ცხადად გამოთქვა თავისი პოზიცია. ბუშმა, მეკლელანის თანახმად, შარონს უთხრა, რომ ნუ გააფართოებს დასახლებებს.
XS
SM
MD
LG