Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, მისივე თქმით, “ძალიან შეშფოთებულია” რუსეთში ანტიდემოკრატიული პროცესებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, მისივე თქმით, “ძალიან შეშფოთებულია” რუსეთში ანტიდემოკრატიული პროცესებით.
რაისი მოსკოვს დღეს ეწვია 2 დღით. დაგეგმილია მისი შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან. როგორც რაისმა გზად, თვითმფრინავში უთხრა ჟურნალისტებს, ის შეშფოთებულია რუსეთში დამოუკიდებელი მას-მედიის ნაკლებობისა და სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციის გამო. ამერიკული წყაროები იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს ბომბის აფეთქებით დაემუქრნენ მოსკოვის სასტუმროს, რომელშიც რაისი უნდა გაჩერებულიყო, რის გამოც ამერიკელი სტუმარი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დააბინავეს.
XS
SM
MD
LG