Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კვიპროსის თურქებით


გაეროს გენერალურმა მდივანმა კვიპროსის თურქებით დასახლებულ ნაწილში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გაეროს გენერალურმა მდივანმა კვიპროსის თურქებით დასახლებულ ნაწილში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
მეჰმეტ ალი ტალატს. ეს არჩევნები კვირას გაიმართა. ტალატი იმედოვნებს, რომ კვიპროსის ბერძნულ ნაწილთან კომპრომისის მეშვეობით შეძლებს კვიპროსის გარშემო უთანხმოების მოგვარებას. ტალატი შეცვლის ამჟამინდელ პრეზიდენტ რაუფ დენკტაშს, რომელიც 30 წელი ედგა სათავეში თვითგამოცხადებულ "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას". საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ კუნძულის სამხრეთ ნაწილს, ბერძნულ კვიპროსს აღიარებს. კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს მოჰყვა ევროკომისიის დადებითი გამოხმაურებაც: ევროკომისიამ გამოთქვა იმედი, რომ ტალატის გამარჯვებას მოჰყვება კვიპროსის გაერთიანებაზე მოლაპარაკების განახლება. კვიპროსი 1974 წლიდანაა გაყოფილი.
XS
SM
MD
LG