Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ჩინეთსა და იაპონიას მათ შორის უთანხმოების მოგვარებისაკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ჩინეთსა და იაპონიას მათ შორის უთანხმოების მოგვარებისაკენ მოუწოდა.
ანანს მიზანშეწონილად მიაჩნია ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა აზია-აფრიკის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს ინდონეზიაში იწყება. გუშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლი ჟაოძინი პეკინში შეხვდა თავის იაპონელ კოლეგას, ნობუტაკა მაჩიმურას, რომელმაც ჩინეთში ბოლოდროინდელი ანტიიაპონური გამოსვლების გამო ბოდიში და კომპენსაცია მოითხოვა. მაგრამ ჩინელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ პეკინს საბოდიშო არაფერი აქვს და რომ სინამდვილეში პრობლემას ქმნის დანაშაულები, ჩადენილი იაპონიის მიერ 60-ზე მეტი წლის წინათ. ჩინეთში ბოლო ანტიიაპონური საპროტესტო ტალღის საბაბი გახდა იაპონიაში შემოღებული ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც, როგორც ოპონენტები მიიჩნევენ, სათანადოდ არ არის ასახული ჩინეთში მეორე მსოფლიო ომამდე და ამ ომის დროს იაპონელების მიერ გამოჩენილი სისასტიკე.
XS
SM
MD
LG