Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად


რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად აირჩიეს გერმანელი კარდინალი იოზეფ რაცინგერი,

რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად აირჩიეს გერმანელი კარდინალი იოზეფ რაცინგერი,
რომელმაც ახალი სახელი მიიღო - ამიერიდან მას ბენედიქტე მეთექვსმეტედ მოიხსენიებენ. ვატიკანში, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა და ზარების რეკვამ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ამცნო, რომ პაპი არჩეულია. ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან ახალი პაპის ვინაობის შეტყობას მილიონობით ადამიანი ელოდა. აქამდე კარდინალი რაცინგერი სათავეში ედგა რწმენის კონგრეგაციას. მანვე ჩაატარა მესა თავისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის დაკრძალვისას. ბედენიქტე მეთექვსმეტის ინაუგურაცია კვირას გაიმართება. ხვალ კი ახალი პონტიფექსი სიქსტეს კაპელაში თავის პირველ მესას ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG