Accessibility links

logo-print

მსოფლიო თანამეგობრობა მიესალმა რომის ახალი


მსოფლიო თანამეგობრობა მიესალმა რომის ახალი პაპის არჩევას.

მსოფლიო თანამეგობრობა მიესალმა რომის ახალი პაპის არჩევას.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კარდინალ იოზეფ რაცინგერს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით კათოლიკური ეკლესია თავის წვლილს შეიტანს მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის განმტკიცებაში. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ რომის პაპად გერმანელი კარდინალის არჩევა მისი თანამემამულეებისთვის დიდი პატივია. ისრაელმა იმედი გამოთქვა, რომ ბენედიქტე მეთექვსმეტე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანტისემიტიზმთან ბრძოლას. თეოლოგების უმრავლესობის ვარაუდით, ახალი პონტიფექსი განაგრძობს თავისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის მიერ არჩეულ გეზს, რომელიც მიმართული იყო რელიგიური მორალის განმტკიცებისკენ.
XS
SM
MD
LG