Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა სტანისლავ გროსმა თანამდებობიდან


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა სტანისლავ გროსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა სტანისლავ გროსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მმართველი კოალიციის წევრი სამი პარტიის შეთანხმება ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ. ორი მემარჯვენე პარტია - ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფლების კავშირი - კოალიციაში შესვლაზე იმ პირობით დათანხმდა, რომ გროსი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა. ახალ კაბინეტს სათავეში ჩაუდგება რეგიონული განვითარების ამჟამინდელი მინისტრი ირჟი პაროუბეკი.
პოლიტიკური კრიზისი ჩეხეთში მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მთავრობის თავმჯდომარე სტანისლავ გროსი კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა გარეული.
XS
SM
MD
LG