Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის სასამართლომ პატიმრობის უზარმაზარი ვადა


ესპანეთის სასამართლომ პატიმრობის უზარმაზარი ვადა მიუსაჯა არგენტინელ ოფიცერს,

ესპანეთის სასამართლომ პატიმრობის უზარმაზარი ვადა მიუსაჯა არგენტინელ ოფიცერს,
ეგრეთწოდებული ”ბინძური ომის” დროს ჩადენილი დანაშაულობებისათვის. 58 წლის ადოლფო სილინგოს 640 წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ სილინგო მონაწილეობდა 1976-1983 წლებში სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგეთა უსამართლო დასჯაში. დადგენილია, რომ სილინგო პირადად იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, საიდანაც 30 ადამიანი ცოცხლად გადაყარეს ზღვაში. 1997 წელს სილინგო ნებაყოფლობით ჩავიდა ესპანეთში, რათა ხუნტის დანაშაულობებზე ჩვენებები მიეცა და თავადაც მოხვდა საბრალდებო სკამზე.
XS
SM
MD
LG