Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ


მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან

მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან
კონდოლიზა რაისთან. მოლაპარაკების მსვლელობაში პუტინმა მაღალი შეფასება მისცა რაისის პირად წვლილს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებაში. ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა რუსეთის დემოკრატიზაციის გადამწყვეტ როლს შეერთებულ შტატებთან დიალოგის წარმატების საქმეში. რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში რაისმა განაცხადა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "საჭიროა, რომ რუსეთში მასობრივი ინფორმაციის მეტი დამოუკიდებელი საშუალება იყოს, რათა ხალხს საშუალება ჰქონდეს, იმსჯელოს და ერთად გადაწყვიტოს რუსეთის დემოკრატიული მომავალი." მოსკოვში ჩასვლამდე კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ “ძალიან შეშფოთებულია” რუსეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესებით. კერძოდ, მან უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში დამოუკიდებელი მასმედიის ნაკლებობისა და სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციის გამო.
XS
SM
MD
LG