Accessibility links

logo-print

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი არ გამორიცხავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი არ გამორიცხავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე
უკრაინელ მეთვალყურეთა ყოფნას. ამის შესახებ ტარასიუკმა დღეს კიევში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა პოლიტიკურად მზად არის ამ პროექტში მონაწილეობისთვის. რუსეთის მხარე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის განახლებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. უკრაინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. მისი სტუმრობის პროგრამაშია შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან, პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ლიტვინთან. შეხვედრებზე ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრი განიხილება. გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, მხარეები შეათანხმებენ საქართველოში ვიქტორ იუშჩენკოს მოსალოდნელი ვიზიტის დეტალებს.
XS
SM
MD
LG