Accessibility links

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა კოპაძის


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათს,

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათს,
პარლამენტის სხდომაზე 2004 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშის წარდგენისას. როგორც სუბარმა განაცხადა, ავადმყოფ პატიმრებს, მათ შორის მძიმე ავადმყოფებს არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში მათი სპეციალიზებულ კლინიკებში გადაყვანა, რის გამოც ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილიანობით მთავრდება. მისი თქმით, ოფიციალური ვერსიით, არ ჰყავთ სათანადო რაოდენობის ბადრაგი, თუმცა სახალხო დამცველის ოფისის ჩარევის შემდეგ ბადრაგი გამოინახა. ამასთან, სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ არსებობს პრივილეგირებული ე.წ. “ქურდების” საკნები.
XS
SM
MD
LG