Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში 9 ადამიანი დაიღუპა


დღეს ერაყში 9 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ტარმიასთან, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 40 კილომეტრზე, სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.

დღეს ერაყში 9 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ტარმიასთან, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 40 კილომეტრზე, სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.
ვერტმფრენი მი-8, რომელიც ბულგარეთის კომპანიას ეკუთვნოდა, ნაღმსატყორცნით იქნა ჩამოგდებული, იტყობინება ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო. ეკიპაჟის სამი დაღუპული წევრი ბულგარელები იყვნენ. დანარჩენი ექვსი მგზავრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ხუთშაბათსვე ბაღდადში ახალი ტერაქტი მოხდა. დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჩიხში იმყოფება მოლაპარაკებები ახალი კაბინეტის შექმნის თაობაზე. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობა ხუთშაბათს გამოცხადდებოდა.
XS
SM
MD
LG